ბათუმში, ლიფტი შახტაში ჩავარდა. ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა,თუმცა ისინი დაშავებულები არ არიან.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსის მეშვიდე სართულიდან ჩავარდა, კორპუსში მოსახლეობა ერთი წელია ცხოვრობს. შემთხვევა, ლეონიძის ქუჩის 4 ნომერში მოხდა.
“ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად იყო ლიფტში. მე- 7 სართულიდან ჩავარდა, საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, უკვე სახლებში არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ლიფტი დაზიანდა. ვთხოვ მოგვაქციონ ყურადღება,”- განაცხადა ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელმა ბადრო შაინიძემ.