ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
“შემოვიდა 9 წლის პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სიმძიმეს განაპირობებდა პოლიტრავმა, ტრავმული შოკი. იყო სიმაღლიდან, მე-7 სართულიდან ვარდნა. მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში დაიწყო, ტარდება კვლევები. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილურად მძიმე. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. პერიოდულად შემოდის კონტაქტში, უფრო მეტად ძილიანობისკენ არის მიდრეკილი” , – განაცხადა ექიმმა მაგდა ბერიძემ.
ცნობისთვის, ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა.როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობ