ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული ,რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში მას ახლობლები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ. კადრებს ადგილიდან ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ავრცელებს.
“10 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული… ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია, ესკორტმა გააცილა შინ პოლიციის მაიორი..” – წერს ქვეხიშვილი.