გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ „ველის” ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი „ველის” ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.