„ ლელო საქართველოს“ ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს . ისინი საქართველოს პრეზიდენტისაგან , საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობისაგან , თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულების განხორციელებას და სახემწიფოს დაცვას მოითხოვენ. შესაბამისად, დაიწყონ სამართლებრივი პროცედურა , რომ პოლიტიკურ პარტიას „პატრიოტთა ალისანსს “შეუწყდეს უფლება – მონაწილეობას ღებულობდეს კონსტიტუციის მიღებაში და არჩევნებში , რადგან საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ ითალისწინებს , რომ პოლიტიკურ ძალას რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად .
„სიმართლე გითხრათ ჩვენ ველოდით , რომ საგანგებოდ გამოვიდოდა საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობა და იტყოდნენ რომ დაიცავდნენ საქართველოს ინტერესებს და საკონსტიტუციო სასამრთლო დაიწყებდა პროცედურებს პატრიოტთა ალიანსის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებაზე , მაგრამ ისინი დუმან , ამიტომ მივმართავთ “ქართულ ოცნებას „ მოახდინონ დროული რეაგირება და დაიცვან ქვეყნის ინტერესები , რადგან ეს არის მათი პირდაპირი ვალდებულება . “ – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის “ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა .
შეგახსენებთ აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა , სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენიწილი საქართველო!“