თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, 6 პირი დღეს კორონავირუსის გარეშე დატოვებს კლინიკას.
„7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასახვა განყოფილებებში იმყოფებიან რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. 6 პაციენტი დღეს ტოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა რატიანმა.