ახლა კი ერთი პოზიტიური სიახლე. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე. „ისტორია დაიწერა ! “ლანჩხუთი” – პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს !“-წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
რომან დოლიძე ოქტაგონში ბრუნდება
რომან დოლიძის შემდეგი მოწინააღმდეგე მარვინ ვეტორი იქნება. ცოტა ხნის წინ, მებრძოლმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის აცხადებს რომ კონტრაქტს ხელი მოაწერა და მარტში ოქტაგონში დაბრუნდება. ახლა კი დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ...