ტაივანში აცხადებენ, რომ კუნძულს ჩინეთის არმიის 35 თვითმფრინავი და 8 სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მოხდა. 35 თვითმფრინავიდან 18-მა ტაივანის სრუტის პირობითი შუა ხაზი გადაკვეთა. მათ შორის იყო რვა გამანადგურებელი Su-30, თერთმეტი J-11, ოთხი J-16 და სამი J-10.
სიტუაციაზე დაკვირვების მიზნით ტაივანმა ჩინელი სამხედროების აქტიურობის ადგილზე საჰაერო პატრული გაგზავნა.