კულტურის სამინისტრო კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო კონკურსში არ ერევა.
“კონკურსს “ლიტერა” სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი.
გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ცნობისთვის, კონკურსი დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა, ბელა წიფურიამ და კრიტიკოსმა და მწერალმა, ლელა კოდალაშვილმა.
მანამდე კი, კონკურს “ლიტერას” თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტების ნაწილი გამოეთიშა. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი.