დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.
“გუშინდელი სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი ქალაქის საავადმყოფოებშია, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა,” – თქვა ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა.
ცნობისთვის, კრივოი როგს რუსეთი გუშინ, 8 სექტემბერს,დაესხა თავს რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო.