LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა – “საერთაშორისო გამჭირვალობა”

დაპოსტა 2024/01/30-ში
23
ნახვა
გაზიარება

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. TI-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

კორუფციის აღქმის ინდექსი ჯამში 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

TI ასევე წერს, რომ აღსანიშნავია ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება:

“საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი “დაბრუნება” აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში,” – ნათქვამია ანალიზში.

როგორც TI აცხადებს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების წელია, რაც  კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით და ორგანიზაცია შემდეგ რეკომენდაციებზეც საუბრობს:

  • უზრუნველყოფილ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. ის უნდა აღიჭურვოს გამოძიების უფლებით და შეიცვალოს მისი უფროსის არჩევის წესი, რათა პრემიერმინისტრის ნაცვლად, ის დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემიდან წავლენ არაკეთილსინდისიერი და სანქცირებული მოსამართლეები;
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გატარდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და საჯარო დაწესებულებები გათავისუფლდეს ოლიგარქიული გავლენისგან;
  • გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კორუფციის კონტროლი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
  • ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საგამოძიებო მედიის მუშაობას, როგორც ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის განუყოფელ ნაწილს.

ცნობისთვის, “კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, “გლობალ ინსაითის” ქვეყნების რისკის რეიტინგი, “ფრიდომ ჰაუსის” ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი “დემოკრატიის ვარიაციები”, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

თქვენ ის უნდა გექნათ, რასაც სომხეთი ახლა აკეთებს- რას წერს პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილს

ნოემბერი 7, 2025
555
მთავარი

"მოგესალმებით… პირველად ვწერ თქვენ კედელზე კომენტარს… მე მაინც ვთვლი, რომ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, ეპისკოპოსების გაზულუქება, მათი გავლენების გაფართოება, დაუმსახურებელი დაფინანსება, ჯიპების ჩამორიგება და წახალისება იყო… ზუსტად ისინი გესროდნენ პირველ ქვებს…...

დაწვრილებითDetails

“ეს პირველი შემთხვევა არ არის “ მარნეულის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარი რეაგირებას ითხოვს

ნოემბერი 7, 2025
328
მთავარი

მუსლიმური თემი მანჩო გიორგობიანის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს | მარნეულის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარი, ჰაჯი ჰაჯიევმა თქვა, რომ "გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ისმის ქალის ხმა, რომელიც ამბობს: "გამოდით, თქვენს სამშობლოში წადით" - ფაქტს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისთან ახლოს ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ნოემბერი 7, 2025
640
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის,  „ინფო იმერეთს“ ცნობით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

ნოემბერი 7, 2025
34
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი,...

დაწვრილებითDetails

რკინის კიბეებიდან გადააგდო, ცხედარი ეზოში დამარხა – მკვლელობა დმანისში

ნოემბერი 7, 2025
419
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით,...

დაწვრილებითDetails

“ჩემზე ნარკოტიკი ვერ მოქმედებს. გიჟი არ ვარ”-მანანა გიორგობიანი სასამართლო პროცესზე

ნოემბერი 7, 2025
244
მთავარი

არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, - ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნული მან მას შემდეგ თქვა,...

დაწვრილებითDetails

“ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით”-ყაველაშვილი ჟურნალისტს

ნოემბერი 7, 2025
114
მთავარი

“ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით”- ასე მიმართავს ჟურნალისტს მიხეილ ყაველაშვილი ყაველაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელს დღეს აქეთ უწოდა არალეგიტიმური. ის მედიის წარმომადგენლებს ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რადგან ქართველი ხალხის არჩეულ პრეზიდენტს...

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ნოემბერი 7, 2025
254
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში სანაპიროზე. ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. გარდაიცვალა მოტოციკლეტის მძღოლი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც...

დაწვრილებითDetails

მანანა გიორგობიანმა მარკეტის თანამშრომლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა ფუ­ლის და­ხურ­და­ვე­ბა­ზე უა­რის გამო მი­ა­ყე­ნა

ნოემბერი 7, 2025
135
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ამა­ვე სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ფუ­ლის და­ხურ­და­ვე­ბა­ზე უა­რის გამო მი­ა­ყე­ნა. მათი ცნო­ბით, „მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს მოს­თხო­ვა ფუ­ლა­დი თან­ხის და­ხურ­და­ვე­ბა, რა­ზეც...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 34 პირს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 7, 2025
46
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ შსს-ს გენერალურ ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».