რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 24 092 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 544 623-ს მიაღწია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 590 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 65 085-მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 2 936 991 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.