კორონავირუსის პანდემიის გამო, ვენეციის კარნავალი ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება.
ვენეცია კარნავალისთვის ემზადება. კარნავალის ნახვა ონლაინ რეჟიმში ვიდეოტრანსლაციის შედეგად იქნება შესაძლებელი. მათთვის კი, ვისაც კარნავალში მონაწილეობა სურს, ვირტუალური ოთახები მოეწყობა.