Apple-ის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, კომპანიამ კორონავირუსის გამო, Apple-ის ერთ-ერთი მაღაზია დაკეტა და თანამშრომლების ჩინეთის მიმართულებით გამგზავრება შეზღუდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს ვირუსის გავრცელება ბიზნეს სექტორზე. დასაქმებულთა ჩინეთში შესვლა Facebook-მა და LG-მაც გაამკაცრა. ჯერჯერობით, საბოლოო სურათი უცნობია, თუ რა შედეგი აისახება Apple-ის გაყიდვებზე ჩინეთში არსებული მდგომარეობის გამო.
როგორც ტიმ კუკის განცხადებაშია აღნიშნული, დახურული მაღაზია მდებარეობდა ქალაქ ვუჰანის მახლობლად, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესი საფრთხის არსებობამ გამოიწვია. ამასთან ერთად, Apple ვირუსის გავრცელების საშიშ ზონებში, საკუთარი კომპანიის თანამშრომლებზე სამედიცინო მეთალყურეობას აძლიერებს – მათ რეგულარულად უმოწმდებათ ტემპერატურა და სიმპტომები.