საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 14.