ხმაური იყო წყალტუბოში კორონავირუსით დაინიცირებული 62 წლის მამაკაცის საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც სამრთალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრებმა კარანტში გადაყვანა გააპროტესტეს და ეპიდემიოლოგების მითითებებს არ დაემორჩილნენ.
ადგილზე დაავადებათა კონტროლის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძეც ჩავიდა. საბოლოოდ მამაკაცის მეუღლე და შვილი სამართალდამცავების დახმარებით ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
გუბერნატორის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია ათამდე უშუალო კონტაქტი, მათ შორის შვიდი თანამშრომელია.
ისინი კარანტინში იმყოფებიან, ეპიდემიოლოგები კი კონტაქტების კვლევას აგრძლებენ. ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ დგას, თუმცა თუ ეპიდსურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება, შესაძლოა, წყალტუბოს მუნიციპლაიტეტში ზომები გამკაცრდეს.
imedinews.ge