დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორის დაინფიცირების წყარო ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ახლად დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.
„ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა, ყველასი, ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ბოლო შემთხვევებისდან საინტერესოა ორი შემთხვევა, დანარჩნი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი, ორის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები“, – განაცხადა იმნაძემ.