რიონის ხეობის მცველები 190 დღეზე მეტია რეგიონში “ნამახვანჰესის” მშენელობას აპროტესტებენ, ხოლო კომპანია “ენკამ” ახლახანს გადაწყვიტა აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყება.
“მე მინდა მჯეროდეს, რომ ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაშია არის გულწრფელი. და მე ვფიქრობ, რომ ამ პროტესტსს ხელი შეუწყო იმან, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ გადავწყვიტეთ დავიწყოთ აქტიური საინფორმაციო კამპანია და თუნდაც დაგვიანებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჯეროვნად და სრულად”, – თქვა “ენკას” დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათი მტკიცებით, სიცრუეა, რომ “ნამახვანჰესის” აშენების შემთხვევაში ტერიტორიის 80% წყლით დაიფარება.
“ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და მითი გავრცელდა პროექტთან მიმართებაში, შესაბამისად თქვენ ხედავთ საჯაროდ რა დონის პროტესტზე წავიდა ეს ყველაფერი. კომპანიას არცერთხელ არ დაუშვია შეეწყვიტა პროექტი, ვინდაიდან კომპანია ძალიან მყარადაა დარწმუნებული ყველა იმ დოკუმენტში რომელიც ზურგს უმაგრებს პროექტის განხორციელებას”, – თქვა კომპანიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ , რომ “რიონის ხეობის მცველების” მასშტაბური აქცია 23 მაისს თბილისშია დაგეგმილი.