LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კოვიდ 19-ის მქონე პაციენტებში პრეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენება არის იაფი ალტერნატიული გამოსავალი – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/06/17-ში
196
ნახვა
გაზიარება

კოვიდ 19-ის მქონე პაციენტებში პრეპარატ “დექსამეტაზონის” გამოყენება არის იაფი, ალტერნატიული გამოსავალი, თუმცა არსებობს უკეთესი, მაგრამ ძვირი პრეპარატები, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, რითიც გამოეხმაურა ჯანმოს განცხადებას, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგები „დიდებულია“.

ცერცვაძის თქმით, პრეპარატი “დექსამეტაზონი” მედიკოსებმა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული ციტოკინური შტორმია და მაშინ, როცა სხვა უფრო ეფექტური მეთოდების გამოყენება გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებელი არაა.

“რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყენებთ პრეპარატ “დექსამეტაზონს” კოვიდიან პაციენტებში. ჩვეულებრივად ვიყენებთ, ოღონდ არის ერთი რამ. ამ სტეროიდების გამოყენებას, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებში აქვს ის დანიშნულება, რომ მან შეაკავოს ე.წ. ციტოკინური შტორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამ კოვიდ 19-ით ავადმყოფებში, ვირუსის ზეგავლენით გამოთავისუფლდება მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე.წ. ციტოკინები და ციტოკინების გამოთავისუფლება დიდი რაოდენობით, თავიდან დაცვის როლს თამაშობს, თუმცა, შემდეგ, როცა ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, შეიძლება იმუშაოს ორგანიზმის წინააღმდეგ. “დექსამეტაზონი” ამ ციტოკინურ შტორმს ანუ ანთების მედიატორების ანუ ძლიერი ანთებითი რეაქციის გამომწვევი ციტოკინების გამოყოფას ამცირებს. მაგრამ ამისთვის არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები სხვა – ტოცილიზუმაბი, არის ასევე, სპეციალური ფილტრები… ეს მეთოდები უპირატესია, უფრო ეფექტურია, ჩვენ მათ ვიყენებთ. მაგალითად, რამდენიმე ავადმყოფი რომლის შემთხვევაც შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო, გადავარჩინეთ, ამ მეთოდებით. “დექსამეტაზონი” გამოიყენება მაშინ, როცა იმ მეთოდებს ვერ ვიყენებთ რაღაცის გამო: 1. აქვს უკუჩვენებები და 2. ძვირია. ამ დროს ვიყენებთ “დექსამეტაზონს”. ეს არის იაფი ალტერნატიული გამოსავალი, რომელიც ისე ეფექტური არ არის, როგორც ისინი, მაგრამ ნაწილობრივ ეფექტურია, ამცირებს ანთების გამომწვევი ციტოკინების რაოდენობას, იოლი გამოსაყენებელია. ისინი რთული გამოსაყენებელია და ძვირია. თუმცა, ამასაც აქვს უარყოფითი შედეგები და დიაბეტით ავადმყოფებში ვერ გამოიყენებ. დიაბეტს აუარებს. თუ პაციენტს დიაბეტი არ აქვს ან მსუბუქი ფორმა აქვს, მაშინ შეიძლება “დექსამეტაზონის” გამოყენება,”- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY – ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
1.8k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
70
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
802
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
847
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
92
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
193
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
38
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
82
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
551
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
141
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».