ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა. ორის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი არ აკონკრეტებს, გულისხმობს თუ არა “დელტა” შტამით ინფიცირებულ ბავშვს.
“სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,” – განაცხადა მაია ჩხაიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
მაია ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით ინფიცირებული 19 არასრულწლოვანი გადის მკურნალობას მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა სახელობის კლინიკაში სამ ჩვილს უკვე ორი კვირაა მკურნალობენ, მათი მდგომარეობა განსაკუთრებით გასულ კვირას დამძიმდა. სამივე ჩვილის გადარჩენას მედიკოსები რეანიმაციულ განყოფილებაში ცდილობენ.