LIVE TV
კვირა, დეკემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა ამ ეტაპზე მიმართულია თბილისის მოსახლეობაზე – თამარ გაბუნია

დაპოსტა 2021/03/09-ში
182
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან იწყება იმ პაციენტების კვლევა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. მისივე განმარტებით, კვლევა, ამ ეტაპზე მიმართულია თბილისის მოსახლეობაზე, ხოლო მის განვრცობაზე საუბარი შესაძლებელია იმაზე, თუ რა შედეგი გამოვლინდება. მისი თქმით, კვლევა ჩატარდება თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში, ხოლო კოვიდგადატანილი საკვლევი პაციენტების შერჩევა მოხდება რანდომულად, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

„რა თქმა უნდა, ეს მოხდება მათი თანხმობის და ყველა ეთიკური წესის დაცვით. კოვიდგადატანილ იმ პაციენტებს, რომლებმაც მკურნალობა კლინიკებში გაიარეს, ინფექციური დაავადებებისა და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, იმისათვის, რომ მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის სრულად შესწავლა მოხდეს. შესაძლოა, ჩივილი არც იყოს გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რაც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო კვლევაა და ველოდებით შედეგებს. ამ გზით, საქართველოს მონაცემები იქნება ერთ-ერთი ნაწილი ზოგადად, იმ მსოფლიო მონაცემებისა, რაც ამ მიმართულებით გროვდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ბევრ ქვეყანაში ტარდება მსგავსი ტიპის კვლევა და საქართველოც ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის, რა ცვლილებები არის მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში.

„ამას, რა თქმა უნდა, უნდა, შემდეგ გავაზიარებთ სხვა მეცნიერებთან იმისათვის, რომ „გაიდლაინის“ რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა კვლევისთვის სამიზნე ჯგუფი დაახლოებით 500-დან 600 პაციენტამდე მერყეობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი, სადაც მითითებულია ვის, რა ტიპის გამოკვლევა შეიძლება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცის ექიმები მოზადებულები არიან. პაციენტების ნაწილს ამ გამოკვლევების ჩატარება შეუძლია საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ამდენად, ეს ფინანსურად მნიშვნელოვანწილად არის მოცული. ასევე, არის რეაბილიტაციის კომპონენტი, რაც ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან და აბასთუმნის ცენტრში კოვიდგადატანილ პაციენტს შეუძლია სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტაროს სახელმწიფო დაფინანსებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოსტ კოვიდური სინდრომის კვლევები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

„მთლიანად მსოფლიოში დაახლოებით გადატანილთა 30%-ს ხანმოკლე, ან გრძელვადიან პერიოდში გარკვეული გამოვლინებები აქვთ. პოსტ კოვიდური სინდრომი, საკმაოდ საინტერესოა, ამაზე კვლევა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენთანაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მოსახლეობას საშუალება აქვთ, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, თუ მათ კოვიდის გადატანის შემდეგ რამე შეაწუხებთ, მაგრამ მიზანმიმართული კვლევა დღეს, 9-ში იწყება, რომელსაც კოორდინირებას უწევს ინფექციური საავადმყოფო და ბატონი თენგიზ ცერცვაძე. შედგენილია ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი, თუ რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ამ ადამიანებმა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ინფექციურმა საავადმყოფომ 500 ადამიანი შეარჩია, მათ მოწვევები გაეგზავნათ და შესაბამისად, პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები ჩაუტარდებათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
2.6k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
421
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
41
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
283
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
96
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
60
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
59
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
14
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
75
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».