“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი, სამი კვირის განმავლობაში 50- მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოვიდნენ. მათ აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება.
გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ორსულები და მელოგინეები.
“ამ დროისათვის კოვიდ ცენტრში 82 პაციენტი რჩება. თითოეულ მათგანს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მედიკოსები უახლოეს დღეებში ემზადებიან გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალი ნაკადის გასაწერად,”- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.