მამუკა მიქაძის “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს.
დღის განმავლობაში ბინაზე 4 ბავშვი და 8 მოზრდილი გაეწერა, ხოლო 1 მელოგინე ჩვილით და 1 ზრდასრული პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდნენ.
კოვიდცენტრში დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 67 პაციენტი რჩება, აქედან 7 ბავშვია, ხოლო 5 ორსული.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე დადასტურებული კოვიდ 19-ით ცენტრმა 160 პაციენტი მიიღო. კოვიდდადებითი პაციენტებიდან ჩვენი მედიკოსების ძალისხმევის შედეგად, 70-მდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამომდინარე იქედან, რომ “კლინიკა ბომონდი” არის მესამე დონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი და კლინიკას ნებისმიერი სირთულის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია, ჩვენს კოვიდცენტრში არიან მოთავსებული პაციენტები, განსაკუთრებით ხანდაზმულები, რომელთაც არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, რაც ართულებს კორონავირუსთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა განსაკუთრებით მძიმე პაციენტების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტები საკუთარ სახლებს გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდნენ,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.