საქართველოსთვის მსოფლიოსთვის, გავერთიანდეთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად – ამ სლოგანით ქუთაისის ეკოჟურნალისტებმა გომის მთაზე პერპორმანსი მოაწყვეს.
გომის მთაზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 100-დან 2 755 მეტრამდე მერყეობს ნათლად ჩანს თუ როგორ იცვლელბა კლიმატი ყოველწუთიერად. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ადამიანი ყოველდღიურად დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დედამიწა შევუნახოთ მომავალ თაობებს.
ჟურნალისტები მოგვიანებით სოფელ წითელმთაში გურულ კომლს ესტუმრნენ, სადაც დღემდე დგას მეგრელაძეების ასწლოვანი კომლი, უვლიან ჩაის პლანტაციას, სადაც დაგახვედრებენ ცხელ ჩაის და გემრიელ გურულ კერძებს. გაგაცნობენ საქართველოში ჩაის ისტორიას, მისი მოვლის კულტურასა და დამზადების წესს. აქ გაიგებთ როგორ მოჰყავდათ გურულებს ბრინჯი და როგორი იყო მოსავლის მოყვანისა და მოვლის ის ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები, რომლითაც გურულები გარემოს ზიანს არ აყენებდნენ.
ეკოტური ჟურნალისტებისთვის 22 სექტემბერს ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” მხარდაჭერით “კლიმატის ცვლილების კვირეულის” ფარგლებში მოეწყო.