შანაი ბრუკის დაკარგვის შესახებ ავრცელებენ ცნობებს მისი ახლობლები. სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ტურისტი მთაწმინდის ტერიტორიაზე დაიკარგა.
მისი მეგობრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალისგან გუშინ საღამოს ზარი განხორციელდა, სადაც შანაი კიოდა და დახმარებას ითხოვდა. ვარაუდობენ, რომ მას თავს დაესხნენ.
საქმეში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
მეგობრები მოხალისეების დახმარებას ითხოვენ.