რამდენიმე წუთის წინ თბილისში კინო „საქართველოსთან“ შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს. მას სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.