“უკვე მეორე ორშაბათი გავიდა და ბოროტი რუსული სისტემა ისევ დუმს და არ ამბობს რა მოხდა ეროვნულ არქივში?! თუმცა როგორც ასეთ ბოროტ სისტემებს ახასიათებს საცერივით გასდის ინფორმაცია, რადგან ბევრ ადამიანს, ვინც იცის და ხედავს სისტემის ბოროტებას, არ უნდა ხელი დააფაროს ამ დანაშაულს, მიუხედავად იმისა, რომ ხმის ამოღების უფლება და საშუალება არ აქვთ.
როგორც გამოჟონილი ინფორმაციით ვიცით, ჩვენი კინომემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი დაიწვა და განადგურდა… ამ კატასტროფი ფონზე კარგი ის არის, რომ დამწვარი შენობის სარდაფის დამსახურებით, რომელმაც წნევა გაანეიტრალა, ნიტროფირების საცავები უბრალოდ დაიწვა და არ აფეთქდა, თორემ არქივის დანარჩენ შენობებსაც ჰაერში ასწევდა და გარშემო მდგარ შენობებსაც ზედ მიაყოლებდა …
დღეს მთელი ქვეყანა იმას განიხილავს სახელმწიფო საშიშროების სამსახურმა რა ბოდვა გამოაცხო და უკვე მართლა გადასატრიალებელი და თავიდან მოსაშორებელი რუსული რეჟიმის გადატრიალების იმიტაცია როგორ დადგა.
ამ სპექტაკლის მიღმა სისტემა თავგამეტებული ცდილობს როგორმე ჩაფარცხოს და დავიწყებას მისცეს განადგურებული ეროვნული მეხსიერების ფაქტი, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს ტრაგედია არ დასრულდება და რუსული რეჟიმი ქვას ქვაზე არ დატოვებს ამ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენი ეროვნული მეხსიერების ასეთ სავალალო და გამეტებულ მდგომარეობაში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე, რაც საქართველოს მოქალაქეებისგან მოაზროვნე ინდივიდების ნაცვლად საჭმლის მომნელებელ სისტემად ქცევას და ბოლომდე დეგრადაციას უზრუნველყოფს.
სისტემის ბოროტება ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხრივ მთელი კვირაა ვაკვირდები და ამ ეროვნულ კატასტროფას თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ გამოეხმაურნენ, საუბარი იმათზეა ვინც სისტემის ნაწილი არ არის და პირზე ხელი არ აქვს დაფარებული… ამიტომ გთხოვთ ვინც არ უნდა კითხულობდე ამ პოსტს, ჟურნალისტი ხარ, პოლიტიკოსი თუ უბრალოდ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე არ გაჩუმდეთ და არ მიივიწყოთ ეს ამბავი თორემ იცოდეთ ყველა ჩვენი უბედურების გამომწვევი ძაღლის თავი აქაა დამარხული და დასასრული არ ექნება ამ კატასტროფას …
გთხოვთ, რომ ყველამ დაწეროთ პოსტები ან სამთავრობო პროპაგანდისტულ გვერდებზე მუდმივად აკომენტაროთ – რა მოხდა არქივში?!
იცოდეთ, რომ თქვენს დაჟინებულ მოთხოვნას აუცილებლად ექნება შეგედი და რეჟიმი იძულებული გახდება გაასაჯაროვოს რა დანაკარგთან გვაქვს საქმე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამბავიც “კა გე ბეს ხანძრის” მსგავს ლეგენდად დარჩება ათწლეულების განმავლობაში.
არ მიყვარს პოსტების წერა და მერე გამოხმაურებებზე პასუხები თუ ათასი ტროლ-ბოტის მოგერიება და ბლოკვა, მაგრამ ახლა გაჩუმება ამ დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასია … კიდევ ერთხელ გთხოვთ თავი დაანებეეთ სახელმწიფო საშიშროების სამსახურის გადმოგდებული ანკესის განხილვას და ამ მნიშვნელოვან ამბავს მიაქციეთ ყურადღება.
P.s ფოტოზე ჩანს ეროვნულ არქივთან ჩაჩხერილი საოფისე შენობა და ალბათ ახსნა არავის დაგჭირდებათ რა დონზე არის უსაფრთხოება უგულვებელყოფილი …
#რამოხდაარქივში?!” | წერს მკვლევარი დავით ხვადაგიანი სოციალურ ქსელში
ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,”საბურთალოსთან” გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება-გიორგი მიქაძე
"ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ,კარგად ვითამაშეთ მე ვთვლი.შეტევაშიც არ გამოვიყურებოდით ცუდათ,ბევრი მომენტი შევქმენით მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.დაცვაშიც მგონია რომ ნორმალურად ვითამაშეთ.ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,საბურთალოსთან გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება.უნა მოვემზადოთ...