BBC-ის ინფორმაციით, კიევს ათასობით ადამიანი ტოვებს. მათივე ინფორმაციით, მანამდე მთავარ რკინიგზის სადგურთან, ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ უკრაინის დედაქალაქი დაეტოვებინა. მათაც კი, ვისაც მანქანები ჰყავს, უჭირთ ქალაქის დატოვება, რადგან რეგიონში თითქმის ყველა ავტოგასამართი სადგური დაკეტილია.
ამასთან, BBC იუწყება, რომ უკრაინამ საევაკუაციო რკინიგზები მოაწყო, მოსახლეობის ქვეყნის დასავლეთით გადასაყვანად.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ მატარებელში ხალხის ნაკადი არ წყდება. ის, ვინც ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, „კომენდანტის საათის” დაწყებამდე მატარებელში ასვლას ვერ მოახერხებს, რუსული თავდასხმის მოლოდინში, ღამეს სადგურში ათენებს.