Tuttomercatoweb-ის თანახმად, “ბარსელონა” კვლავ საკმაოდ აქტიურად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა შემტევით, დეიან კულუსევსკით.
კატალონიური კლუბი “ბებერ ქალბატონს” შვედი ვინგერის სანაცვლოდ სთავაზობს არა ფულს, არამედ ერთ-ერთ თავის ფეხბურთელს, უფრო კონკრეტულად კი ოსმან დემბელეს.
ფრანგი გარემარბი ამჟამად ტრავმირებულია და “ბლაუგრანას” ვარჯიშებში მონაწილეობას არ იღებს. “ბიანკონერის” შვედი ფლანგელი, “ლურჯ-ბროწეულისფრების” შემტევისგან განსხვავებით, მწყობრშია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ბარსელონამ” და “იუვენტუსმა” მირალემ პიანიჩი არტურ მელოზე გაცვალეს, გასულ თვეებში კი საკმაოდ ბევრი იწერებოდა ანტუან გრიზმანი-პაულო დიბალას ბარტერის შესახებ.