LIVE TV
შაბათი, თებერვალი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი მიდგომაა – აკაკი ცომაია

დაპოსტა 2020/11/27-ში
1.1k
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი მიდგომაა.

როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, კვების ობიექტები არ არის ის ადგილი, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

„რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას წარმოადგენს. ავიღოთ დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რომლებიც ქმნის ეკონომიკურ დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკზონა მაღალი? ცხადია, ის რომ გააჩერონ მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? გასაგებია, საზოგადოებრივი ტრანსპრტის შეჩერება, ის სავარაუდოდ, იმოქმედებს ვირუსის გავრცელების ტემპზე და მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ კვების ობიექტების და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა საზოგადოების ამ კონკრეტული ნაწილის მიმართ, ძალიან არასამართლიანია. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს არის დიდი საწარმოები, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს ერთდროულად“, – განაცხადა ცომაიამ.

მისივე შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დარჩება უმუშევარი და ეს უმუშევრობის დონეს გაზრდის.

ამასთნ, როგორც ცომაიამ აღნიშნა, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„რეგულაციები არის შედეგი იმისა, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და ამ ჯანდაცვის სისტემაში როგორ ხორციელდება მართვის პროცესი. თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს დატვირთვას, დგება დღის წესრიგში მრუდის გაბრტყელება, ანუ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემთვევა იყოს. თუ ჯანდაცვის სისტემაში მენეჯმენტი არის მთლიანად ჩამოშლილი, ცხადია, ამ შემთვევაში, რეგულაციების ხარისხიც მაღალია. ჯანდაცვის სისტემა რომ გაუმართავად მუშაობს საქართველოში, ეს ცალსახად ხელისუფლების ბრალია იმიტომ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ხარისხზე. მართვა ნიშნავს იმას, რომ საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ზუსტად ის ადამიანები, ვისაც სჭირდება ჰოსპიალიზაცია. ამ პროცესს სჭირდებოდა სწორად მართვა და ამისთვის ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა და ვერაფერი ვერ ისწავლა ამ პერდიოში, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, როგორ უნდა დავინახოთ ვის სჭირდება ჰისპოტალიზაცია და ვის არა, როგორ მოვახდინოთ ამ პროცესის ადმინისტრირება. ამას სჭრდება მართვა, ხელისუფლებაში და ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება მე ის ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ამის ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს დანარჩენი საზოგადოება ვიხდით იმით, რომ ზოგიერთი ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა, ვისაც ყველაზე მეტად არ გაუმართლებს, მნიშვნელოვნად შემცირდება“, – განაცხადა ცომაიამ.

ცნობისვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“) ასევე, თბილისში თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

გაზიარება443

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 14, 2026
10
ამინდი

14 თებერვალს, საქართველოში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში სინოპტიკოსები +16 გრადუსს და უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.   ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +15 - წვიმა   სოხუმი +16 -...

დაწვრილებითDetails

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 14, 2026
152
მთავარი

ვერძი ნუ შეგაშინებთ ბარიერები და დაბრკოლებები, ორიენტირდით მომავალზე, პოზიტიური განწყობა წარმატების წინაპირობაა. კურო კარგად გათვალეთ დღის გეგმები, მზად იყავით, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება, გამოჩნდეს ახალი პერსპექტივები, რომელიც თქვენს მიზნამდე მარტივად მიგიყვანთ....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
120
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
161
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
122
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
44
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
354
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
2.4k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
104
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
197
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».