კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
სასამართლო სხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანი არ დასწრებია, მან ციხიდან წერილი გამოაგზავანა, სადაც ეწერა, რომ “ნანობს ჩადენილს” და მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე არ გამოცხადდა.
- ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2004 წლის 19 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.