ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. როგორც „პრაიმტაიმს” მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა, უკვე ერთი კვირაა, რაც მთელი ოჯახი დაინფიცირებულია.
იმერი კავსაძე: – ტკივილები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადასულიყო. უცებ, რომ რამე დასჭირდეს, იქვე იქნება. უკვე ერთი კვირაა ყველანი დაინფიცირებულნი ვართ. რას გაიგებ, ვისგან დავსნებოვნდით. ამის გაგება უკვე ძნელია. ყველანი თვითიზოლაციაში გახლავართ.
– ლევან რატიანის კომენტარმა გაიჟღერა, სუნთქვის გართულება აქვსო.
– ეგ არ ვიცი. კახი მყვირალა კაცია, ჯაჯღანებდა და იყო ერთ ამბავში. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა და მთავარ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მე ყველაზე ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. მაგრამ გარეთ ვერ გავდივარ, რომ მივხედო კახის.