კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
primtime.ge