თბილსის მერის, კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც “მთავარის” ვებგვედს, მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კახა კალაძე თავს კარგად გრძნობს და ხვალ, 3 აპრილის მისი კლინიკიდან გაწერაც იგეგმება.
პრესსამსახურის ცნობით, კალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში განაგრძობს მკურნალობასა და გამოჯანმრთელებამდე დისტანციურად იმუშავებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.