ხანძარი იყო ქუთაისში. ცეცხლი, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე-ბარ ,,აგერ არის” გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ შემთხვევა წუხელ ღამით 3 საათზე მოხდა.
,,ზარალი დიდია, დენს აბრალებენ” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერიტორია შემოღობილია, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.