საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კატრინ კოლონა უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
„დილა მშვიდობისა უკრაინა, კარგია, რომ დავბრუნდი“, – წერს კოლონა Twitter-ზე.
უკრაინაში ჩასვლამდე, მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფას აუცილებლად მიიჩნევს.