LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 22, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები ეკონომიკა

კარტელური გარიგების პირველი პრეცედენტი მედიასივრცეში – ComCom-მა 6 მაუწყებელი დააჯარიმა

დაპოსტა 2023/04/07-ში
გაზიარება

კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომის”, “სილქნეტის”, “ახალი ქსელების” და “საქართველოს
ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრების საფუძველზე, „მედია რაითს
ჯორჯიას“, “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”, “პოსტვ”-ის,
“ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7
მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას,
გადაწყვეტილებას ან შეთანხმებულ ქმედებას, ე.წ. “კარტელურ გარიგებას” გულისხმობს და
კანონის დამრღვევი მაუწყებლები სიმბოლური თანხით – 100-100 ლარით დააჯარიმა. საქმის
პრეცედენტულობიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიამ “კონკურენციის შესახებ” კანონით
პირველად განიხილა საქმე, ჯარიმის ოდენობა სიმბოლური თანხით განისაზღვრა.
მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ კონკურენტი მაუწყებლები გაერთიანდნენ და შუამავალი
კომპანიის, “მედია რაითს ჯორჯიას” მეშვეობით, ტრანზიტორ კომპანიებს მაუწყებლობის
ტრანზიტისთვის ერთობლივად დადგენილ საფასურს თხოვდნენ. მათივე განმარტებით,
მაუწყებლების მიერ ტრანზიტის საფასურის ერთობლივი დადგენა ზღუდავს კონკურენციას და
ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონს. შესაბამისად, “მაგთიკომი”,
“სილქნეტი”, “ახალი ქსელები” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის
კორპორაცია”, მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათ მიერ დადებული
ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
კომუნიკაციების კომისიამ 18 თვიანი მოკვლევის საფუძველზე შეაფასა მაუწყებლების და
შუამავალი კომპანიის ხელშეკრულება, რომლითაც მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების
გადაცემის მომსახურების ერთიანი ფასი დადგინდა. კომისიის განმარტებით, კონკურენტულ
მაუწყებლებს შორის ფასზე შეთანხმება (ფასის ფიქსირება) ზღუდავს კონკურენციას და
ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. შესაბამისად,
კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”,
“პოსტვ”-ის, “ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” სიმბოლური თანხით – 100-100 ლარით
დაჯარიმებასთან ერთად, მხარეებს კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების 1 თვის ვადაში
გაუქმების ვალდებულება დააკისრა.
კომუნიკაციების კომისიამ, ამავე მოკვლევის ფარგლებში, სიღრმისეულად შეისწავლა
მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტორებს შორის თანამშრომლობის საკითხები და
დაინტერესებულ მხარეებს, საკითხი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით განუმარტა.

 

 

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

მდინარაძე აცხადებს რომ ფარცხალაძე გამოკითხეს

სექტემბერი 22, 2023
6
მთავარი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. დეპუტატმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა. მდინარაძემ თქვა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე...

დაწვრილებით

ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა-მდინარაძე

სექტემბერი 22, 2023
13
მთავარი

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვე მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას...

დაწვრილებით

კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას-დავითაშვი ანაკლიის პორტის შესახებ

სექტემბერი 22, 2023
5
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი....

დაწვრილებით

ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა, არ ვიცი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი-სამადაშვილი

სექტემბერი 22, 2023
7
მთავარი

ჩვენ დღეს აქ მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან ანატომიური აღწერა კორუფციული სქემების დალაგების ჩვენს ქვეყანაში და გეოპოლიტიკური ინტერესების გადალაგების აშშ-ის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებით

ფაზისის აკადემია უარყოფს, რომ სებ-ის საბჭოს ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი მათი აკადემიკოსია

სექტემბერი 22, 2023
6
მთავარი

ფაზისის აკადემია უარყოფს, რომ სებ-ის საბჭოს ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი მათი აკადემიკოსი "ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი. ფაზისის აკადემია არ გასცემს "ოქროს დიპლომებს" და არავის ანიჭებს აკადემიურ...

დაწვრილებით

ეროვნული ბანკი გაუქმებულია-სამადაშვილი

სექტემბერი 22, 2023
26
მთავარი

ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილისორი ბანკი: „ქართუ" და მეორე ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა  განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების...

დაწვრილებით

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია-ირაკლი ღარიბაშვილი

სექტემბერი 22, 2023
10
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს...

დაწვრილებით

როგორი ამინდი გველის 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე

სექტემბერი 22, 2023
23
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დედაქალაქში - თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

დაწვრილებით

მარტვილში ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია იწყება

სექტემბერი 22, 2023
10
მთავარი

მარტვილში ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია იწყება. მოქალაქეები მარტვილის მერიასთან შეიკრიბებიან. ,, ჩვენი მოთხოვნა ისევ არ არის დაკმაყოფილებული. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილება აქვს შეაჩეროს სამუშაოები, მათ ეს არ...

დაწვრილებით

ხილული გამონაბოლქვისთვის ქუთაისში 149 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს

სექტემბერი 22, 2023
162
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. უწყება 4 სექტემბრიდან ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

როგორი იქნება 7 იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

იანვარი 7, 2023
115
მთავარი

აშშ-ში შამანმა ქალი რიტუალის დროს გააუპატიურა

თებერვალი 14, 2023
1.6k
მთავარი

უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

მაისი 15, 2021
29





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!