გუშინ გლდანში, მეოთხე მიკრორაიონში მამაკაცი დაჭრეს.
როგორც ტელეკომპანია „პირველთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, თავდამსხმელები წინასწარ გათვლილი გეგმით მოქმედებდნენ. ისინი დაელოდნენ, როდის წავიდოდნენ ირაკლი ბარნაბიშვილის სახლიდან სტუმრები. ამის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ავიდნენ. კარზე ზარი დარეკეს და კარის გაღებისთანავე მას ოთხი ჭრილობა მიაყენეს.
მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.