საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა სასამართლომ კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ბენზემას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის სახით 75 000 ევროს გადახდა დააკისრა. ბენზემას გარდა ვალბუენას დაშანტაჟების საქმეში კიდევ ოთხი ადამიანი ფიგურირებს. გამოძიების მტკიცებით, ისინი ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით აშანტაჟებდნენ. ამის გამო ბენზემა 2015 წელს საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს და მხოლოდ 2021 წელს დააბრუნეს.
ხონში ავარია მოხდა
ხონში, ჭანტურიას ქუჩაზე ავარია მოხდა. "მეგა ტვ"- ის ინფორმაციით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცა და სასწრაფო დახმარება .