ამასთან, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მომხდარი როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების პასუხისმგებლობაა.
“კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, მისი დედა და დეიდა, ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით. ლექსოს ბაბუა კი ჩვენი მასწავლებელი და გამორჩეული ქირურგი იყო. ეს ტრაგიკული შემთხვევა და უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის.
როგორც მოქალაქე, ვამბობს, რომ ეს ფაქტი არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. მეტად სოლიდარულები და ურთიერთგამგები უნდა ვიყოთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძე.