LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე – ლევან გოფოძე

დაპოსტა 2020/04/21-ში
63
ნახვა
გაზიარება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხდებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მედიკამენტები ინიშნება არა სიმპტომების, არამედ ჩვენების მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. მისივე განცხადებით, უსიმპტომო პაციენტებში პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება არ ხდება.

„მედიკამენტების მიღება არის საკმაოდ რთული საკითხი. მსოფლიოში რამდენიმე ტიპის პრეპარატი იხმარება, მათ შორის, რამდენიმე მათგანი საქართველოშიც. რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა – სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. სხვადასხვა სირთულის პნევმონიის გამოვლინების შემთხვევაში, სხვადასხვა პრეპარატების კომბინაციები ინიშნება. ასე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ, რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს და დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს. ჯერჯერობით მკურნალობის შედეგები კარგია. უსიმპტომო პაციენტებს პლაქველინით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ“, – განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, დაავადება ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და პროტოკოლიც შესაბამისად იცვლება.

„ეს დაავადება არის შემეცნების პროცესში. ეს არ არის დაავადება, რომელიც დიდი ხანია ვიცით. ჩვენ ახლა ვართ დაავადების მკურნალობის შემეცნების პროცესში. ბუნებრივია, პროტოკოლებიც შეიძლება შეიცვალოს, დამოკიდებულებაც მედიკამენტებიც, მუდმივ ძიებაში ვართ. ამიტომაა, რომ ეს პროტოკოლები იცვლება სხვადასხვა მედიკამენტები ერთვება, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ვარდება, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ის არაფექტურია. ძნელია ახლა ვისაუბროთ მყარ პრინციპებზე, რომლითაც ვმკურნალობთ კოვიდინფექციას იმიტომ, რომ ამ ინფექციას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. პერიოდი დეკემბრიდან დღემდე, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისეთი ინფექცია, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა და თავდაყირა დააყენა. ამას დრო დასჭირდება. კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
30
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
6
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
158
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
170
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
45
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
34
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
100
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
67
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

იანვარი 19, 2026
259
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
26
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».