კარანტინში მყოფი ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხი ცნობილია და იგი უარყოფითია. ამის შესახებ ირაკლიმ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის არც ვირუსი აღმოაჩნდა და არც პირობებს უჩივის, თქვა, რომ ახლა, საუცხოოდ ესმის სამარტოო საკნებში მყოფი პატიმრების.
იგი საჩხერის ერთ ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში იმყოფება და კარანტინის დასრულებამდე თითქმის ერთი კვირა რჩება,