კარავი 224 – რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელიას მხარდასაჭერი კარავი დაიდგა. კარავი მელიას მხარდამჭერებმა გაშალეს. ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებას სწორედ ამ გზით აპროტესტებენ. მათი თქმით, აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არცევნები და გათავისუფლდეს ნიკა მელია.
ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში “აზრთა სხვადასხვაობა” იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება “დროებით” გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი “ოცნების” ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა.