კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველური ბეწვით დამზადებული პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა – ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 2023 წლიდან ბეწვეულისგან დამზადებულ ახალ სამოსს ან აქსესუარებს მოდის მიმდევრები ვეღარ შეიძენენ, რადგან ეს კანონით იკრძალება.
“გუბერნატმა გევინ ნიუსომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ბუნებრივი ბეწვეულის გაყიდვა ან წარმოება უკანონო გახდება.
კანონპროექტი, რომლის ავტორია სახელმწიფო ასამბლეის წევრი, ლორა ფრიდმანი, მოიცავს ყველა ახალ ტანსაცმელს, ჩანთებს, ფეხსაცმელებს და ბეწვით დამზადებულ სხვა ნივთებს.
კანონდამრღვევები კი, სამოქალაქო სამართლის მიხედვით, დაჯარიმდებიან.
აქამდე გამოყენებული ბეწვეული და ტაქსიდერმიის პროდუქტები აკრძალვისგან თავისუფალია.
რელიგიური მიზნებისთვის, ამერიკელი ადგილობრივი ტომების მიერ ბეწვეულის გამოყენება აკრძალვისგან ასევე თავისუფალი რჩება და ნადირობის ლიცენზიით კანონიერად მოპოვებლი ბეწვეული კვლავ დაიშვება.
კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.” – წერს გამოცემა.