აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები(მათემატიკოსები) ვიაზრებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, ვგმობთ და ვემიჯნებით ჩვენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ვწყვეტთ სასწავლო პროცესს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს მოვუწოდებთ ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და შეწყვიტონ სასწავლო პროცესი.გაიაზრეთ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.დღეს თუ ჩვენი ნებით გავჩუმდებით,ხვალ აღარ გვექნება უფლება ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ.არცერთ მთავრობას არ უნდა მივცეთ უფლება მომავალი წაგვართვას. მგონი მაშინ,როცა ვლადიმერ პუტინი იწონებს შენი მთავრობის გადაწყვეტილებას უნდა მიხვდეთ,რომ რაღაც სწორად არ მიდის.არა რუსეთს!საქართველო იყო,არის და იქნება ევროპა!
ტყეში იარაღით მოკლული პირის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული პირის ცხედარი იპოვეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული თურქეთის მოქალაქეა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა ამბობენ, რომ ღამით ტერიტორიაზე...









