,,იცით ჯეიხუნი რა ბიჭია? ერთგზის მეგონა, რომ ჟურნალისტიკის და ქართულის სწავლა ასე მონდომებით და წარმატებით დედის გამო შეძლო, სულ ცდილობდა ოჯახს შეშველებოდა
იცით ჯეიხუნი რომელი ბიჭია? საოცარი მისალოცი რომ დაუწერა საქართველოს პატრიარქს, როგორც მუსლიმმა და მთელი სოც-ქსელი მის ამ მილოცვას დაატარებდით
ჩაგიხედავთ ჯეიხუნის თვალებში, როგორ უბრწყინავს, როცა სამშობლოზე, საქართველოზე საუბრობს
იცით ჯეიხუნს ადამიანებს შორის ხიდების აგების საოცარი ნიჭი რომ აქვს, აი , ამ დღეებშიც სულ მეგონა, რომ ყარაბაღის გამო ერთმანეთისგან ცოტა დაშორებულ სომეხ და აზერ საქართველოს მოქალაქეებს ,ისევ ჯეიხუნი აძლევდა მაგალითს, მშვიდობის სასარგებლოდ
ჯეიხუნი მუშაობს , სულ, სულ მუშაობს, სხვებს რომ ჰქონიათ ისვენებს, მაშინაც მუშაობს, თარგმნის, წერს, დამოუკიდებელ პროექტებზე ფიქრობს და მაინც სულ ასწებს უყვარდეს და ყველას ვინც უყვარს ყურადღებას აქცევდეს
არ ვიცი ამას რატომ ვწერ, ან ამ ვიდეოს რატომ გიზიარებთ, რას გიმტკიცებთ, რას ველი … საშინელი ბრაზი მახრჩობს,მარტო იმის გამო არა, რომ ის, როგორც ჟურნალისტი და კიდევ ოპერატორები მთავარი და პირველი არხიდან სცემეს, არამედ იმის გამოც, რომ ჯეიხუნს თავზე მეტად , რომელშიც მიპარვით ჩაარტყეს, გული ეტკინებოდა, მისი კეთილი გული
Jeikhun Muhamedali <3 ” -Წერს ნათია კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.