რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით ხორციელდება – ამის შესახებ ქუთაისის მერიაში აცხადებენ.
“არქიტექტურის ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” უფროსის რუსუდან ჩინჩალაძს თქმით, შენობა შერეული ფუნქციის მატარებელია:
“კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა. როდესაც მესაკუთრე ითხოვს საკუთრების განვითარებას, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ ვიზუალზე. ბოლო ესკიზით მივიღეთ ტურიზმის ცენტრის შენობის მსგავსი შენობა-ნაგებობა, რომელიც ზემო მხრიდან იქნება ღია ნაგებობა, რომელიც მხედველობასაც არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ და არც მდინარისკენ. შენობა შერეული ფუნქციის მატარებელია,” – განაცხადა “არქიტექტურის ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით ტერიტორია 2017 წელს გასხვისდა, მშენებლობის ნებართვა კი 2019 წელს გაიცა. რუსუდან ჩინჩალაის თქმით პირველადი ესკიზი მერიამ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაიწუნა, ბოლო ესკიზი კი ერთობლივად შემუშავდა. ჩინჩალაძე აცხადებს, რომ დასრულებული კონსტრუქცია ქალაქის იერსახიდან ამოვარდნილი არ იქნება. მისივე განმარტებით მფლობელის საკუთრებაში ტროტუარიც შედიოდა, თუმცა, მერიის მოთხოვნის შემდეგ მფლობელმა მის გამოყენებაზე უარი განაცხადა.
უძველესი არქიტექტურისა და ისტორიის ქუთაისი ფარდულების ქალაქად უნდა აქციონ – გიგა შუშანია