დედაქალაქის მერი “ქართული ოცნებისგან” დისტანციორებულია. კახა კალაძე პოლტიკურ შეფასებებშიც ფრთხილია და მედიასთანაც იშვიათად ჩნდება.
მმართვალი პარტიის წევრები გადაჭრით ვერც იმას ამ ბობენ, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი მეორედ კახა კალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხელ ყაველაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ძირითადად თვითმმართველობის საკითხებს შეეხებოდა.
“სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც პროცესია ჩვეულებრივი. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ.
ძალიან ღირსეული მერი ჰყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე თავის კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ირაკლი ზარქუა კი აღნიშნავს, რომ “დედაქალაქს სწორედ კახი კალაძისნაირი კანდიდატი დაამშევენდა”:
[მერობის კანდიდატის საკითხს] გადაწყვეტს პოლიტსაბჭო და გავიგებთ. მე პირადად, მოლოდინი მაქვს, მჯერა, რომ დედაქალაქს სწორედ კახი კალაძისნაირი კანდიდატი დაამშევენდა. ის გამოწვევები, რაც ჰქონდა, ეს იყო ეკოლოგია, გამწვანება, გზების მოპირკეტება, თუ მშენებლობის ნაწილი, ამ ადამიანმა ყველაფერი მოახერხა თავის გუნდთან ერთად. თუ დადგება ეს საკითხი, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება ჩემგან. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამაზე ჯერ მსჯელობა არ დაწყებულა