“მოდიოდა საქართველო თავის მორთულ გზაზე,
რომლითაც ღმერთთან იარებოდა.
მოდიოდა,
თავზემოთ ტყეების დაპრეწილი ქოლგა შეემართა,
რომელიც არც წვიმისგან იცავდა და არც მწველი მზისგან.
მოდიოდა,
ფეხქვეშ, სადაც არ ეგონა მიწა ემზღვლეოდა,
ფიქრობდა – როდის? გუშინ მყარი და შეკრული იყო გაღმაც და გამოღმაც?
მანქანების რიგს ჯარისკაცებივით კოხტად ჩაწყობილი მორები მოჰქონდა.
გზას აფართოებდნენ და ასფალტს აგებდნენ.
„წინათ ვიწრო გზებით გაჰქონდათ, რაც კი რამ გაჰქონდათ, ეტყობა, არ ეყოთ.“
სწორედაც, რომ, სინამდვილეში:
ტყეებს ჩეხენ ისეთნი, ვინც ნაფოტის ფასიც არ არიან.
საქართველო მეტს ვერ იტყოდა.
გააგრძელა თვისი გზა, რომლითაც ღმერთთან დაიარებდა.
მოდიოდა მშვიდობით და ეგონა, ასეც იქნებოდა,
რომ მოწყვიტა ახალმა მეწყერმა და გაღმა წაიღო.
იფრინა მეწყერმა და შედგა მყარზე,
არ დაუფანტა საქართველოს თავის ძღვენ-საწირი,
ღმერთთან რომ დაჰქონდა.
„ღმერთო, შენითა და არა ჩვენითა!“
მადლი მიაგო საქართველომ ცაში მჭვირვალ ღმერთს და განაგრძო ნაბიჯი” | ბესიკ ხარანაული
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10...










