იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელი მამაკაცი გარდაიცვალა. იგი 40 წლის თემურ მოსაშვილია.
ახლობლებმა და ნათესავებმა გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში დახმარება 20 ივნისს ითხოვეს და მას, თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, საავადმყოფოში მიაგნეს
მეგობრები წერდენ, რომ მამაკაცი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა.
მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მას მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა.
თემურ მოსაშვილის საქართველოში გადმოსვენების დეტალები, ჯერჯერობით უცნობია